მარტი 548
en

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2023

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს განაცხადების მიღებას თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად

საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით 2023 წლის 4-7 ოქტომბერს გაიმართება თბილისის საარქივო ფილმების მეორე  საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველოს 0160).

2023 წლის ფესტივალის თემა –  „კინოარქივების საგანძური“

შესაბამისად, ფესტივალზე საჩვენებლად შესაძლებელია წარდგენილი იყოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო,  სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული საგანძური – ერთი ფილმი ან ფილმების პროგრამა (დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაცია, კინოჟურნალი, კინოსიუჟეტი და სხვა). ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად შეიცვლება.

მაქსიმალური ქრონომეტრაჟი - 1 საათი.

ფესტივალში მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ გამართონ პრეზენტაციები (მაქსიმუმ 15 წუთი).

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა და მასალა (რაც მოთხოვნილია განაცხადის ფორმაში) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან მატერიალური ფორმით (HDD, BlyRay, Flash Drive) მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.

განაცხადისა და მასალის გამოგზავნის ბოლო ვადა - 2023 წლის 30 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფესტივალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე TIAFF@archives.gov.ge ან დარეკეთ ნომრებზე:

(+995) 577340576 გიორგი კაკაბაძე – ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი;

(+995) 577340570 სოფიო ჯობავა – საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.