1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე
ფოტოზე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საგანგებო სესია, რომელზეც საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა.
თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი
გივი კიკვაძის ფოტო.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი, ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკის უზენასი საბჭოსა და მთავრობის წევრების მიერ. ფოტოასლი.
თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი
მიმართვა მსოფლიო ხალხებისადმი
„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს ხალხებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, მხარი დაუჭირონ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეალებისათვის მებრძოლი ხალხის ნებას, არ დაუშვან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვიდრებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვა მსოფლიო ხალხს.
ზვიად გამსახურდია მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნობს, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.
1991 წლის 9 აპრილი.
„საქართველოს რესპუბლიკის“ საგანგებო ნომერი: დამოუკიდებლობის აქტი და ზვიად გამსახურდიას სიტყვა. 1991 წლის 10 აპრილი.
ქართული პერიოდული პრესა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ
დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
საქართველოს უზენაესი საბჭოს წინ გამართული საზეიმო მიტინგი და ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ.
გივი კიკვაძის ფოტოები.
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ეფუძნებოდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულ რეფერენდუმს კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90.57%-მა, სულ 3 302 572-მა ადამიანმა. მონაწილეთა 99,08 %-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.
„საქართველოს მოამბის“ სიუჟეტი 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შესახებ.
კინოალმანახი #4, 1991 წლის აპრილი.
1991 წლის რეფერენდუმი. ივანე შლამოვის, მალხაზ დათიკაშვილისა და ვლადიმერ ვალიშვილის ფოტოები
ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს საქართველოს უზენაესი საბჭოს საზეიმო სხდომაზე საკუთარი გამოსვლა ასე დაასრულა:
„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი! 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
გვფარავდეს ღმერთი!“
მიტინგი მთავრობის სასახლის წინ, რუსთაველის გამზირზე. თბილისი, 1989 წლის 7-8 აპრილი. მიხეილ კიკვაძის ფოტო.
1989 წლის 9-11 აპრილი. იოსებ დავითაშვილის, შახ აივაზოვის და სერგო ედიშერაშვილის ფოტოები