თებერვალი 548
en

ფონდების და ანაწერების კატალოგი

 

ეროვნული არქივის ფონდებისა და ანაწერების ელექტრონული კატალოგი მოიცავს ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულების  ცენტრალურ არქივებსა და ტერიტორიულ ორგანოებში - რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში - დაცულ წერილობით ფონდებზე.

კატალოგი საშუალებას გაძლევთ გაეცნოთ, რომელი სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, აგრეთვე დაწესებულებების, ორგანიზაციების, საწარმოებისა თუ კერძო პირების საქმიანობის პროცესში შექმნილი ეროვნული სააარქივო ფონდის რომელი წლების, როგორი ხასიათის (მმართველობითი, პირადი წარმოშობის, ტექნიკური, პირადი შემადგენლობის) დოკუმენტები ინახება ეროვნულ არქივში.

ელექტრონულ კატალოგში შეტანილი ინფორმაცია მუდმივად ახლდება. ამ დროისთვის მასში 13 ათასზე მეტი საარქივო ფონდია აღრიცხული.