იანვარი 548
en

თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალი 2025

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აცხადებს განაცხადების მიღებას თბილისის საარქივო ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად

 

საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით 2025 წლის 21-24 ოქტომბერს გაიმართება თბილისის საარქივო ფილმების მეოთხე  საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალი ჩატარდება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველოს 0160).

2025 წლის ფესტივალის თემაა –  საავტორო კინო.

ფესტივალზე საჩვენებლად შესაძლებელია წარდგენილი იყოს საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო,  სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცული საავტორო კინოფილმები.

მაქსიმალური ქრონომეტრაჟია 1 საათი. ფესტივალში მონაწილე ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ ჩვენებამდე გამართონ პრეზენტაციები (მაქსიმუმ 15 წუთი).

2025 წლის კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: კინომემკვიდრეობის დიგიტალიზაცია და რესტავრაცია, ხელმისაწვდომობა და გავრცელება.

კინოინსტიტუციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, შეხედულებები და პერსპექტივები კინოარქივების მნიშვნელობისა და სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ.

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა და მასალა (რაც მოთხოვნილია განაცხადის ფორმაში) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან მატერიალური ფორმით (HDD, BlyRay, Flash Drive) მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.

განაცხადისა და მასალის გამოგზავნის ბოლო ვადა - 2024 წლის 25 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფესტივალის ელექტრონული ფოსტის მისამართზე TIAFF@archives.gov.ge ან დარეკეთ ნომრებზე:

(+995) 577340576 გიორგი კაკაბაძე – ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი;

(+995) 577340570 სოფიო ჯობავა – საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი.