უკან დაბრუნება

საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 1992 წლის 31 ივლისს გაწევრიანდა.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის 88-ე პლენარული სესიის 46-ე შეხვედრაზე საქართველო ამ ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა.

 

ისტორიულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის

პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე. 

 

ფოტოზე: ალექსანდრე ჩიკვაიძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.

მილტონ გრანტის ფოტო. დაცულია გაეროს ფოტოარქივში.  

საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზში. 1992 წლის 31 ივლისი.

გაეროს გენერალური ასამბლეის 88-ე პლენარული სესიის 46-ე შეხვედრა. 

 

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი სამირ ს. შიჰაბიმ სხდომა

საქართველოს გაეროში გაწევრიანების საკითხით გახსნა. 

 

ნიუ-იორკი, აშშ. 1992 წლის 31 ივლისი. 

ვიდეო დაცულია გაეროს აუდიო-ვიზუალურ ბიბლიოთეკაში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის,

საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძის სიტყვა გაეროს გენერალური ასამბლეის

88-ე პლენარული სესიის 46-ე შეხვედრაზე. ფრაგმენტები. 

 

ნიუ-იორკი, აშშ. 1992 წლის 31 ივლისი. 

ვიდეო დაცულია გაეროს აუდიო-ვიზუალურ ბიბლიოთეკაში. 

საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაეროში საქართველოს რესპუბლიკის წევრად მიღების შემდეგ

გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს-გალი (ტრიბუნასთან),

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე,

 

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი სამირ ს. შიჰაბი და

 

გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის თანაშემწე, პროტოკოლის უფროსი ალი ტეიმური.

 

გაეროს შტაბ-ბინა, ნიუ-იორკი, აშშ. 

1992 წლის 31 ივლისი. 

ფოტოები დაცულია გაეროს ფოტოარქივში.


გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. 

1992 წლის 1 აგვისტო.