უკან დაბრუნება

ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი „დროება“ 155 წლის გახდა. მისი პირველი ნომერი 1866 წლის 4 მარტს გიორგი წერეთლის რედაქტორობით სტეფანე მელიქიშვილის სტამბაში დაიბეჭდა.

1866-1874 წლებში გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.

ცენზურამ გაზეთი „დროება“ 1885 წლის 16 სექტემბერს დახურა.

 

 

გაზეთ „დროების“ 60 წლის საიუბილეოდ გაზეთ „სახალხო ფურცლის სურათებიანი დამატების“ 1916 წლის 6 მარტის ნომერში დაბეჭდილი გაზეთის სათაურები. 

გაზეთ „დროების“ რედაქტორები 1866-1885 წლებში

გაზეთის რედაქტორები იყვნენ:

გიორგი წერეთელი - 1866 - 1869 

სერგეი მესხი - 1869 - 1873 

კირილე ლორთქიფანიძე 1873 - 1874

სერგეი მესხი - 1874 - 1880

ილია ჭავჭავაძე და სერგეი მესხი - 1880-1881

სერგეი მესხი - 1882

ივანე მაჩაბელი - 1883-1885

ნებართვა „დროების“ გამოცემის შესახებ . კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის წერილი კავკასიის ცენზურის კომიტეტს. 1865 წლის 30 დეკემბერი.

დოკუმენტის ტექსტში ვკითხულობთ, რომ საცენზურო კომიტეტის [1865 წლის] 16 ნოემბრის მოხსენების საფუძველზე კავკასიის მთავარმართებელი თბილისელ მოქალაქე მელიქოვს და პეტერბურგის უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტ წერეთელს ქართულ ენაზე გაზეთ „დროების“ გამოცემის ნებას რთავს, მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამის შესაბამისად. ამასთან, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები უნდა იყოს გადმობეჭდილი მხოლოდ ოფიციალური (რუსული) გაზეთებიდან. 

აკაკის ავტოგრაფი


აკაკი წერეთლის ლექსი „ზარი“. ფრაგმენტი.

ცენზურის გადაწყვეტილებით, ლექსი „დროების“ 1882 წლის 16 აპრილის ნომრიდან ამოიღეს.

აკაკის ლექსი წარდგენილი ჰქონდა, როგორც „ხოჯახნობის დროს გამოთქმული სახალხო ლექსი“.

ცენზურას ეს ლექსი პრესაში მაინც „გაეპარა“.

„ზარი“ 1882 წლის მაისში ქუთაისში გამომავალ გაზეთ „შრომაში“ დაიბეჭდა.

მღვდელ დიმიტრი ჯანაშვილის ფელეტონი „მეფეთა კურთხევა“ ცენზურამ 1883 წლის 20 მაისის ნომრიდან ამოიღო. ამის გამო გაზეთის ნომერი მხოლოდ 2 გვერდზე დაიბეჭდა.

ტიპოგრაფიებიდან ცენზურაში 1882 და 1883 წლებში გაგზავნილი მოწმობები გაზეთ „დროების“ კონკრეტული ნომრების ცენზურის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 

ცენზურის კომიტეტის მოხელეებს მოწმობებზე მიწერილი აქვთ, რომ ამ ნომრების ბეჭდვა არ არის ნებადართული. გაზეთები მაინც იბეჭდებოდა, რაც პრობლემებს უქმნიდა როგორც გამომცემლებს, ისე გაზეთის ხელმძღვანელობას.

გაზეთ „დროების“ პირველი ნომერი, 1866 წლის 4 მარტი.

„დროების“ 1866 წლის #2, #3, #4