თებერვალი 548
en

საარქივო ცნობები დისტანციურად

ისარგებლეთ საქართველოს ეროვნული არქივის დისტანციური მომსახურებით ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის საშუალებით: 

https://www.my.gov.ge/ka-ge/services/9/service/272

 

www.my.gov.ge  ვებგვერდის გამოყენებით შეგიძლიათ:

• ელექტრონული ფორმით მიიღოთ (ჩამოტვირთოთ) საარქივო ცნობა, რომელიც თქვენი განცხადების საფუძველზე მომზადდა; 

• ელექტრონული ფორმით წარადგინოთ განცხადება 1936 წლამდე რეგისტრირებული დაბადების, ქორწინების, განქორწინებისა და გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობების მოთხოვნით. 

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

• მომსახურების ვადის ათვლა დაიწყება თქვენ მიერ მომსახურების საფასურის გადახდის დღიდან;

• განცხადების რეგისტრაციის ნომერსა (ათნიშნა ნომერი) და საარქივო ცნობის წარმოების დასრულების თარიღს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით განცხადების შევსებისას თქვენ მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე;

• თუ საარქივო ცნობის წარმოების დასრულების ვადა ემთხვევა უქმე დღეს, ამ შემთხვევაში წარმოება მომდევნო სამუშაო დღეს დასრულდება;

• საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტის/მონაცემის მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით განაცხადის შევსებისას თქვენ მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე;

• დამატებითი დოკუმენტის/მონაცემის წარდგენა ხდება მხოლოდ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა), ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით; 

• საარქივო ცნობის მისაღებად (www.my.gov.ge ვებგვერდიდან ჩამოსატვირთად) აუცილებელია შესაბამის ველებში შეიყვანოთ განცხადების ექვსნიშნა და ათნიშნა ნომრები. აღნიშნულ ნომრებს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით განაცხადის შევსებისას თქვენ მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

 

საარქივო მომსახურების მისაღებად, ასევე შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს (გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა), ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით. 

პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ემუხლის, მეოთხე პუნქტის "ბ" ქვეპუნქტისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ეროვნული არქივის ცხელი ხაზის (+995 032 214 05 05) ან ელექტრონული ფოსტის (services@archives.gov.ge) საშუალებით.