ცნობა რაიონის, ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ
-
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 26 ლარი.
(მომზადების დრო დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის სირთულეზე).
-
არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა;
- იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევში);
- მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).
-
ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ რაიონების, ქუჩების ძველი დასახელებები.
-
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია შემდეგი ტიპის ინფორმაცია:
1921 - 2008 წწ. სახელისუფლო ორგანოების გადაწყვეტილებები რაიონების, ქუჩების სახელის მინიჭებისა და შეცვლის შესახებ.