აგვისტო 595
en

ცნობა რეპრესირებისა და რეაბილიტირების შესახებ

  • რეპრესირების, ,,განკულაკების"  შესახებ  ცნობის   მიღება:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში- 9 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

    რეაბილიტირების  შესახებ  ცნობის   მიღება:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

  • რეპრესირების, ,,განკულაკების"  ან რეაბილიტირების  შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობა;
    • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • ოთხი ან მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ მოთხოვნილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

  • საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ინფორმაცია:

    1922-1933 წწ. კერძო პირთათვის საკუთრების (შენობა, მიწა, საწარმო, ტრანსპორტი და ა.შ.) ჩამორთმევისა და ხელისუფლების ადგილობრივი ან ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში გადაცემის შესახებ;

    1924-1935 წწ.  სოფლად მსხვილი გლეხური მეურნეობის მფლობელთათვის ქონების (სახლი, საქონელი, საარჩევნო ხმა) ჩამორთმევის შესახებ;

    1937 წელს  რეპრესირებულ მოქალაქეთა რეაბილიტაციის შესახებ.

  • აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ ჩამორთმეული ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში.

მოგვწერეთ შეკითხვა