მარტი 595
en

ცნობა შენობა–ნაგებობისა და მიწის ნაკვეთის შესახებ

  • სამშენებლო პასპორტების შესახებ:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

    შენობა-ნაგებობების ექსპლატაციაში მიღების შესახებ:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;

    განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;

    განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.

    მიწის ნაკვეთის  გეგმის  (წითელი ხაზები)  შესახებ:

    განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში გაცემისათვის - 26 ლარი;

    (მომზადების დრო დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის სირთულეზე).

  • არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობა;
    • იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევში);
    • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
    • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • ოთხი და მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობები (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

  • სამშენებლო პასპორტების შესახებ:

    ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ თუ სად და რა მდებარეობს ამა თუ იმ შენობაში.

    შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ:

    ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების აქტის გამცემი ორგანო და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი.

    მიწის ნაკვეთის  გეგმის  (წითელი ხაზები)  შესახებ:

    ცნობა დაგეხმარებათ წითელი ხაზების და მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენაში.

  • საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია შემდეგი ტიპის ინფორმაცია:

    სამშენებლო პასპორტების შესახებ:

    სამშენებლო პასპორტები, რომლებიც  წარმოადგენენ კონკრეტულ მისამართზე მდებარე შენობის პირად საქმეს და მოიცავს ყველა სახის დოკუმენტაციას შენობის შესახებ, მათ შორის:  გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, ნებართვა თბილგაზიდან, თელასიდან, თბილწყალიდან, სეისმოლოგიურ და გეოლოგიურ დასკვნებს, მიწის ნაკვეთის გეგმა (წითელი ხაზები), შიდა და გარე კეთილმოწყობა, მიწისქვეშა კომუნიკაციების სქემა და ა.შ.

    შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ:

    შენობა-ნაგებობების და მასთან  დაკავშირებული ყველა სახის ტექნიკური კომუნიკაციების ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტაცია.

    მიწის ნაკვეთის  გეგმის  (წითელი ხაზები)  შესახებ:

    კონკრეტულ მისამართზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გეგმას - წითელ ხაზებს, შეთანხმებულს ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან.

მოგვწერეთ შეკითხვა