ოქტომბერი 548
en

მეტრიკული წიგნების საძიებელი

ელექტრონული კატალოგის საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება თუ რომელი მაზრის, რაიონის, ქალაქისა და სოფლის ეკლესიის მეტრიკული  წიგნები ინახება საისტორიო ცენტრალურ არქივში.

 საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულია საეკლესიო-მეტრიკული წიგნები 1818 წლიდან 1921 წლამდე (ცალკეულ შემთხვევებში ჩანაწერები გვხვდება 1930 წლამდეც). არქივში აღნიშნული დოკუმენტები არასრული სახითაა შემოსული, ნაკლულია როგორც ცალკეულ ეკლესიების, ასე გარკვეული წლების მეტრიკული წიგნები.

საეკლესიო-მეტრიკულ წიგნებში შეტანილია ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში დაბადებული, ჯვარდაწერილი და გარდაცვლილი პირების შესახებ.

1818 წლიდან 1870 წლამდე მეტრიკული წიგნების ფორმირება ხდებოდა მაზრების მიხედვით. ამ პერიოდში შედგენილი თითოეული საეკლესიო-მეტრიკული წიგნი მოიცავს ერთი მაზრის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების ერთი წლის განმავლობაში გაკეთებულ ჩანაწერებს დაბადების, ჯვრისწერის და გარდაცვალების შესახებ.

1871 წლიდან 1921 წლამდე შედგენილი მეტრიკული წიგნები გაყოფილია რაიონების მიხედვით. თითოეული საეკლესიო-მეტრიკული წიგნი მოიცავს ერთი რაიონის, ერთი სოფლის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიების ერთი წლის განმავლობაში გაკეთებულ ჩანაწერებს დაბადების, ჯვრისწერის და გარდაცვალების შესახებ.

შესაბამისად, ელექტრონულ კატალოგში მონაცემები დაყოფილია მაზრებისა და რაიონების მიხედვით.