თებერვალი 548
en

აფხაზეთის ვირტუალური არქივი

აფხაზეთის ვირტუალური არქივი - AVA - ვებარქივია, სივრცე, რომელზეც ასახულია საარქივო ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ: ფოტო, ვიდეო, წიგნი, გაზეთი, ხელნაწერი, რუკა, ასევე საოჯახო არქივები.

ვებგვერდი შეიქმნა აფხაზეთით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ეს ვირტუალური სივრცე აერთიანებს მასალებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

ამ მასშტაბური მიზნის განხორციელებაში ჩართულები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, ხელოვნების სასახლე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.