ცნობა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ
-
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია:
- 1818-1927 წწ. საქართველოში დაბადებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.)საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
- 1818-1927 წწ. საქართველოში გარდაცვლილ მოქალაქეთა შესახებ საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
- 1818 - 1927 წწ. საქართველოში დაქორწინებულ მოქალაქეთა შესახებ (მათ შორის სომხურ ეკლესიებში 1862-1921 წწ. კათოლიკურ ეკლესიებში 1796-1922 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაულ სინაგოგებში 1871-1921 წწ.) საეკლესიო და სააქტო ჩანაწერები;
- 1921-1927 წწ. საქართველოში განქორწინებულ მოქალაქეთა და უმაღლესი სასამართლოს მიერ 1939-1970 წწ. გაუქმებულ ქორწინებთა სააქტო ჩანაწერები;
- 1871-1921 წწ. თბილისისა და ქუთაისის ებრაული სინაგოგების მეტრიკული წიგნები ებრაელ მოქალაქეთა განქორწინების შესახებ.
-
დაბადების რეგისტრაციის შესახებ ცნობის მიღება:
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;
განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.
გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ ცნობის მიღება:
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;
განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.
ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ცნობის მიღება:
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;
განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.
განქორწინების რეგისტრაციის შესახებ ცნობის მიღება:
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 9 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში - 12 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო დღეში - 14 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 16 ლარი;
განაცხადის შეტანის დღეს - 18 ლარი.
-
აღნიშნული ცნობა დაგეხმარებათ პირადობის მოწმობის აღებაში, მემკვიდრეობის მიღებაში, გვარის გენეალოგიის დადგენასა და დაზუსტებაში.
-
დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების და განქორწინების შესახებ ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა;
- იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის წერილობითი მომართვა ორგანიზაციის ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- მესამე პირის მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- ოთხი ან მეტი შვილის მშობელის შემთხვევაში, შვილების დაბადების მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ მოთხოვნილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).