სექტემბერი 548
en

შრომითი სტაჟის დამადასტურებელი ცნობა

  • საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია სახელმწიფო ორგანიზაციათა საბუღალტრო მასალები, რომლის მიხედვითაც გაიცემა შესაბამის ორგანიზაციაში პიროვნების სამსახურში მიღება-გათავისუფლებასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცნობები.

  • განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში: 

    1-დან 5 წლამდე - 15 ლარი;

    5 -დან 15 წლამდე - 30 ლარი; 

    15-დან ზემოთ - 50 ლარი. 

    განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში: 

    1-დან 5 წლამდე - 30 ლარი;

    5 -დან 15 წლამდე - 60 ლარი;

    15-დან ზემოთ - 100 ლარი.

  • არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

    • პირადობის მოწმობა;
    • მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
    • საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
    • საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).

  • შრომითი სტაჟის შესახებ ცნობა დაგეხმარებათ საპენსიო და სხვა სოციალური სუბსიდიების მიღებაში.

მოგვწერეთ შეკითხვა