ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ცნობა
-
განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 50 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო სამუშაო დღეში - 60 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 3 სამუშაო სამუშაო დღეში - 70 ლარი;
განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში - 80 ლარი;
განაცხადის შეტანის დღეს - 90 ლარი.
-
ცნობა დაგეხმარებათ დაადგინოთ აღმასკომის გადაწყვეტილებები, კოოპერატივის წესდებები, დამფუძნებელთა კრების ოქმები.
-
არქივში დაცული ცნობის მისაღებად მიმართეთ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, ეროვნული არქივის ან/და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის მოწმობა;
- მესამე პირის მინდობილობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
- საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- სოციალურად დაუცველი პირის ცნობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- შეზღუდული შესაძლებლობების პირის მოწმობა (უფასოდ მომსახურების სურვილის შემთხვევაში);
- საპენსიო მოწმობა (50%-იანი შეღავათით მომსახურების სურვილის შემთხვევაში. იმ პირობით, რომ გამოთხოვილი ცნობა ეხება პირადად განმცხადებელს).
-
ცნობა დაგეხმარებათ ქონების დამტკიცებაში.
-
- 1835-1921 წწ. თბილისის და 1868-1999 წწ. ქუთაისის საგუბერნიო სანოტარო კანტორისა და ქალაქის თვითმმართველობის ფონდების ქონებრივი ხასიათის ინფორმაცია - ბინებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, შენობა-ნაგებობების პროექტებისა და ცალკეულ პირებზე რიცხული ქონების (ქონების ჩამორთმევა, გაცვლა, ნაჩუქრობა, ანდერძი, მემკვიდრეობა, ნასყიდობის ხელშეკრულება, არქიტექტორის ბრძანება, პროექტები და ა.შ.) შესახებ;
- 1921-2000 წწ. სახელისუფლებო და სამთავრობო დადგენილებები სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაზე მიწის ნაკვეთების გამოყოფისა და კერძო პირებზე რიცხული ქონების შესახებ;
- ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო და საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული რეგისტრაციის დამადასტურებელი ინფორმაცია.
- 1930-2005 წლების საკომლო წიგნები.