მარტი 548
en

დეპოზიტური შენახვა

დეპოზიტური შენახვის სერვისი ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საშუალებას აძლევს, თავისი კუთვნილი დოკუმენტები დროებით შესანახად გადასცეს ეროვნულ არქივს. ამ მიზნით პირი წერილობით მიმართავს ეროვნულ არქივს ან მის სისტემაში შემავალ ცენტრალურ ან რეგიონულ არქივს.

დეპოზიტურად შენახული დოკუმენტების მიღებამდე ეროვნულ  არქივსა და მესაკუთრეს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია დოკუმენტების  დეპოზიტური   შენახვისთვის  შერჩევის, გადაცემისა და გამოყენების პირობები. ამავე დროს, ფორმდება დოკუმენტების დეპოზიტური შენახვის მიღება-გადაცემის აქტი, რომელშიც მითითებულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა.  

სერვისის საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილების - "ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების შესახებ" - პირველი მუხლის მე-12 პუნქტით.