დეკემბერი 595
en

ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტი

საქართველოს ეროვნული არქივი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საარქივო სამმართველოსა და ბათუმის ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმთან ერთად მონაწილეობს სტოკჰოლმის ბიზნესის ისტორიის ცენტრის „ძმები ნობელების ისტორიის შესწავლის პროექტში“. 

პროექტის მიზანია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში ძმები ნობელებისა და შვედური კომპანიების მოღვაწეობის ისტორიის შესწავლა, შესაბამისად, საქართველოში არსებული საარქივო დოკუმენტებისა და ცნობების მოძიება და განთავსება სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

პროექტის ფარგლებში 2011 წელს საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა შვედეთის სამეფოს დელეგაცია. მათ შორის: ნობელის საზოგადოების ხელმძღვანელი თომას ტიდენი, ბიზნესის ისტორიის ცენტრის კვლევის ჯგუფის უფროსი პერ დალი, პროგრამის მენეჯერი ჰანს გუსტაფსონი და ბიზნესის ისტორიის ცენტრის არქივისტი ვადიმ აზბელი. სტუმრები გაეცნენ საქართველოში დაცულ დოკუმენტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შვედი ბიზნესმენების მოღვაწეობას შეეხებოდა. სწორედ ამის შემდეგ ჩაერთო ეროვნული არქივი ამ პროექტში.

ამ ეტაპზე ეროვნულმა არქივმა შექმნა შვედური მხარისთვის საინტერესო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები და გადასცა პროექტს შვედეთის ბიზნესის ისტორიის ინსტიტუტის სპეციალურ საიტზე - www.cfnonline.se - დასადებად.