ხშირად მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე დოკუმენტები ხანგრძლივვადიანი შენახვისათვის მიკროფილმებზე აისახებოდა. აღნიშნული პრაქტიკა დღემდე ფართოდაა გავრცელებული. თუმცა განსხვავებით ციფრული გამოსახულებისგან მიკროფილმების დათვალიერებისთვის საჭირო აღჭურვილობა საკმაოდ იშვიათია. შესაბამისად, მიკროფილმებზე ასახული ინფორმაციის დიგიტალიზაცია ეროვნული არქივის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მიკროფირებზე აღბეჭდილი საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული ჩანაწერების წიგნების დიგიტალიზაცია, რომლის ფარგლებშიც დასკანერდა დაახლოებით 150 000 ერთეული.
დიგიტალიზაცია შემდეგ მოიცავს ეტაპებს:
მიკროფილმების ინვენტარიზაცია და ინდექსირება მიკროფილმების ინდივიდუალური აღრიცხვა და ინდექსირება სრულყოფილი იდენტიფიკაციისათვის; |
|
გაწმენდა მიკროფილმების გაწმენდა და მომზადება დიგიტალიზაციისათვის; |
|
სკანირება სკანირება შესაბამისი სპეციალიზებული დანადგარით; |
|
რედაქტირება |
|
ელექტრონული კატალოგიზაცია სკანირებულ მიკროფილმებთან მიღწევადობის უზრუნველყოფა. |
|