უკან დაბრუნება

საქართველოს ეროვნული არქივი ბავშვებისთვის

საქართველოს ეროვნული არქივი ბავშვებისა და მოზარდებისათვის უამრავ საინტერესო მასალას ინახავს. მათ შორისაა მულტიპლიკაციური ფილმები, ზღაპრების აუდიოჩანაწერები, ქართველ კლასიკოს მწერალთა ნაწარმოებების აუდიოწიგნები, დიაფილმებისათვის შექმნილი ნახატები, საბავშვო ჟურნალ-გაზეთები, კინოსიუჟეტები.

 

ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობისთვის საარქივო მასალის საინტერესოდ მიწოდებისთვის ბოლო პერიოდში არაერთი პროექტი განხორციელდა. მათი ნაწილი ამ გვერდზეა წარმოდგენილი.

 

დაათვალიერეთ, უყურეთ, მოუსმინეთ და გაერთეთ :)

„კოლხიდა - არგონავტები“

ერთ-ერთი პირველი ქართული ანიმაციური ფილმი „კოლხიდა (არგონავტები)“  

რეჟისორი: ლადო მუჯირი

მთავარი მხატვარი: ლადო გუდიაშვილი

კომპოზიტორი: შალვა აზმაიფარაშვილი

1934-1935 წელი

კინოსიუჟეტი „მხიარული რკინიგზა“, 1947 წელი

1935 წლის 24 ივლისს კულტურისა და დასვენების პარკში (დღევანდელი მუშტაიდის ბაღი) საზაფხულო სეზონის დაწყებასთან ერთად გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. მატარებელი შედგებოდა ორთქლმავლისა და სამი (მაგარი, სააგარაკო და საერთაშორისო) ვაგონისგან და ბავშვებისათვის საუკეთესო გასართობი იყო. 

მუშტაიდის ბაღში საბავშვო მატარებელი დღემდე მოქმედებს.

 

საქართველოს ეროვნული არქივის პროექტი „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ წარმოგიდგენთ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულ ქართულ ხალხურ და მსოფლიო ხალხთა ზღაპრების აუდიოჩანაწერებს.

ზღაპრებს კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი, რუსუდან ბოლქვაძე, გია აბესალაშვილი, ქეთი ჩხეიძე და რამაზ იოსელიანი. ილუსტრაციები ეკუთვნის ზაალ სულაკაურს.

 

ქართული ზღაპრები

 

კომბლე - კითხულობს: ელენე ყიფშიძე, 1963 წ.

ნაცარქექია - კითხულობს: მერაბ გეგეჭკორი, 1970 წ.

ივანე და გოგია - კითხულობს: მერაბ თაბუკაშვილი, 1963 წ.

ქართული ზღაპრების სხვა ჩანაწერები იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/kartuli-zghaprebi 

მსოფლიო ხალხთა ზღაპრები

 

მძინარე მზეთუნახავი - გერმანული ზღაპარი. კითხულობს: მედეა ჩახავა, 1974 წ.

სამი თეთრი ვარდი - ჩეხური ზღაპარი. კითხულობს: გიორგი გეგეჭკორი, 1974 წ.

 

თაგვის მაჭანკლობა - იაპონური ზღაპარი. კითხულობს: ელენე ყიფშიძე, 1976 წ.

მსოფლიო ხალხთან ზღაპრების სხვა ჩანაწერები იხილეთ ბმულზე:  https://archive.gov.ge/ge/msoflio-khalkhta-zghaprebi 

ქართული ზღაპრების ახალი ჩანაწერები


სიზმარა - კითხულობს: რუსუდან ბოლქვაძე, 2017 წ.

ცრუ და მართალი - კითხულობს: ქეთი ჩხეიძე, 2017 წ.

სამი სიბრძნე - კითხულობს: რამაზ იოსელიანი, 2017 წ.

ნატვრისთვალი - კითხულობს: გია აბესალაშვილი, 2017 წ.

ქართული ზღაპრების სხვა ახალი ჩანაწერები იხილეთ ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/kartuli-zghaprebis-akhali-chanatserebi

ნახატები დიაფილმისთვის „ჩხიკვთა ქორწილი“. მხატვარი: ც. მონიავა, 1973 წელი.

ნახატები დიაფილმისთვის „წუნა და წრუწუნა“. მხატვარი: ა. გამყრელიძე, 1967 წელი.

საქართველოს ეროვნული არქივის პროექტით „ქართული დიაფილმი“ 4 ათეული წლის წინათ გადაღებული დიაფილმების ვიდეოვერსიები შეიქმნა და გახმოვანდა.

პროექტის ავტორი: გიორგი კაკაბაძე. დიაფილმებს ახმოვანებენ თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები: რუსუდან ბოლქვაძე, ქეთევან ჩხეიძე, რამაზ იოსელიანი და გია აბესალაშვილი.

 

გაუცინარი ხელმწიფე. 1977 წელი

 

 

დასჯა. 1979 წელი

 

 

ჭკვიანი ცოლი. 1974 წელი

 

 

ცეროდენა. 1984 წელი

 

 

მიწა თავისას მოითხოვს. 1977 წელი

 

 

ძუნწი ვაჭარი. 1982 წელი

 

 

კატა და ვეფხვი. 1980 წელი

 

 

შავი ყორნის საჩუქრები. 1977 წელი

 

პროექტით „საქართველოს ეროვნული არქივის აუდიოწიგნები“ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები ონლაინ გამოქვეყნდა. ქართული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები 1960-2014 წლებშია ჩაწერილი.

ნაწარმოებებს კითხულობენ გამოჩენილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მურმან ჯინორია, გურამ საღარაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ტარიელ საყვარელიძე და ლიტერატორი თამაზ კვაჭანტირაძე.

 

თხა და მელა - სულხან-საბა ორბელიანი. კითხულობს: ელენე ყიფშიძე, 1974 წ.

ძალა ერთობაშია - სულხან-საბა ორბელიანი. კითხულობს: გურამ საღარაძე, 1974 წ.

კაცია ადამიანი?! - ილია ჭავჭავაძე. კითხულობენ: გიორგი გეგეჭკორი და ელენე ყიფშიძე, 1968 წ.

ჩემი თავგადასავალი - აკაკი წერეთელი. კითხულობს: გიორგი გეგეჭკორი, 1967 წ.

პატარა მწყემსის ფიქრები - ვაჟა-ფშაველა. კითხულობს: ზინაიდა კვერენჩხილაძე, 1972 წ.

ხევისბერი გოჩა - ალექსანდრე ყაზბეგი. კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე, 1968 წ.

რად მიყვარს ჩემი სოფელი - რევაზ ინანიშვილი. კითხულობს: მედეა ჩახავა, 1972 წ.

სამი მინიატურა - ნიკო ლორთქიფანიძე. კითხულობს: თამაზ კვაჭანტირაძე, 2014 წ.

პალიასტომის ტბა - ეგნატე ნინოშვილი. კითხულობს: ეროსი მანჯგალაძე, 1967 წ.

 

სხვა ნაწარმოებების მოსასმენად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/audiotsignebi 




ილუსტრირებული საბავშვო ჟურნალი „ჯეჯილი“ 1890–1923 წლებში გამოიცემოდა. 


ჟურნალის რედაქტორ-გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელი გახლდათ.


„ჯეჯილში“ ქართველი კლასიკოსი მწერლების საბავშვო თხზულებები იბეჭდებოდა. ამასთან, ჟურნალს გასართობი ნაწილი ახლდა - გამოცანები, რებუსები, ენის გასატეხები და სხვა. 


ჩვენ ჟურნალიდან რამდენიმე ნიმუში წარმოგიდგინეთ. დაათვალიერეთ, როგორ ერთობოდნენ ქართველი ბავშვები 130 წლის წინათ. 


 

„ბაყაყი და მორიელი“ - სულხან-საბას იგავის აკაკი წერეთლისეული ინტერპრეტაცია. „ჯეჯილი“ #3, 1891

ლექსები 1890 და 1891 წლების „ჯეჯილიდან“

ზღაპარი „,მზეთუნახავი“

იავნანა. „ჯეჯილი“, 1890 წლის #3

„მოდი ვნახოთ ვენახი“ - განსხვავებული ვერსია. 1895 წლის გამოცემა.

გაერთეთ ჩვენი ქვიზებით: 

 

დაასრულე ანდაზა:

https://archive.gov.ge/ge/quiz/andazebi-1

გამოიცანი დიაფილმი:

https://archive.gov.ge/ge/quiz/gamoitsani-diafilmi-1 

სულხან-საბას ლექსიკონი:

https://archive.gov.ge/ge/quiz/sulkhan-sabas-leksikoni-1 

რებუსის პასუხები: 

1. სურამი და აწყური შესანიშნავია ციხეებითა

2. ზამთარში ბუხარი კარგია

3. ყურძენი ტკბილი საჭმელია

4. სოფელი ვნახე უძაღლო, შიგ გავიარე უჯოხო

 

მათემატიკური გამოცანა: 33 ბატი.  

გამოცანები: 1. მზე და მთვარე; 2. კურდღელი. 

 

* გვერდის დასაწყისში წარმოდგენილი ნახატი შექმნილია დიაფილმისთვის „გვრიტი”. მხატვარი: ვ. მეზურნიშვილი, 1969 წელი.