მარტი 595
en

საქართველოს ეროვნული არქივი - 100

2020 წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. 1920 წლის 23 აპრილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით დაარსდა პირველი საარქივო დაწესებულება - რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი.

ამ თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე წელს იგეგმება საიუბილეო ღონისძიებები: გამოფენები, კონფერენციები, საგანმანათლებლო პროექტები, გამოცემების პრეზენტაცია, ექსპედიციები, საჯარო ლექციები.

იუბილესთან დაკავშირებით უკვე მომზადებულია სპეციალური ლოგო.

ეროვნული არქივის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც სექტემბერში გაიმართება; ასევე - სტუდენტური სამეცნიერო პროექტი პირველი რესპუბლიკის შესახებ და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“. ამასთან, „UNESCO“-თან თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყრება სტუდენტურ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის გამართვაც ნოემბერში იგეგმება.

საიუბილე წელს გაიმართება გამოფენები: „სამხედრო საქმე 1918-1921 წლებში“; „ერეკლე II“; „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის 100 წლის იუბილე“; „წმინდა გიორგი" და სხვ.