თებერვალი 548
en

პროექტის შესახებ

ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერებისთვის ახალი ანალიტიკური კატალოგი მზადდება. მუშაობა უკვე დაიწყო საგანგებო პროექტზე, რომლის მიზანია თითოეულ ხელნაწერთან დაკავშირებით ამომწურავი აღწერის შედგენა.

აღწერილობების თანამედროვე მოთხოვნების, სტანდარტების, ინტერესებისა და სიახლეების გათვალისწინებით შედგენაზე სპეციალისტთა ჯგუფი მუშაობს. ანალიტიკური კატალოგისათვის შედგენილია პარამეტრები, რომლებიც თითოეული ხელნაწერის აღწერისათვის არის საჭირო.

არქეოგრაფიულ-კოდიკოლოგიური და შინაარსობრივ-სტრუქტურული თვალსაზრისით ხელნაწერების აღწერა მოიცავს ასევე ანდერძ-მინაწერთა კლასიფიკაციას, გამოვლენილი ისტორიული პირების შესაძლებლობის ფარგლებში იდენტიფიცირებასა და საძიებლების (თემატური, პირთა, ტოპონიმების),  ბიბლიოგრაფიის შედგენას, ამასთანავეხელნაწერების შემკულობის (მინიატურების, თავსამკაულების, გამშვენებული საზედაო ასოების) შესწავლას. 

ანალიტიკური კატალოგის მომზადების შემდეგ მისი გამოქვეყნება იგეგმება როგორც ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ისე გამოცემის სახით, ილუსტრაციების თანხლებით.

ხელნაწერთა ანალიტიკური აღწერილობის პირველი ეტაპი დასრულდა 2014 წლის დეკემბერში. ამ დრომდე 100-მდე ხელნაწერის აღწერილობაა  მზად.

ეროვნული არქივი ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს -  საისტორიო არქივში დაცულია 1000-მდე IX-XX საუკუნეების ქართული ხელნაწერი.