ქვეყნის დამოუკიდებლობა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც ნოე ჟორდანიამ საზეიმო სხდომაზე 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე, წაიკითხა, ხელს აწერს ეროვნული საბჭოს 88 წევრი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ატრიბუტიკა და სიმბოლიკა
1919 წლის თებერვალში საქართველოში პირველი საყოველთაო, დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება. საკანონმდებლო ორგანოში ოთხი პარტია მოხვდა
დეპუტატებს შორის ხუთი ქალი იყო - ელისაბედ ნაკაშიძე - ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი, მინადორა ორჯონიკიძე - ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე და ქრისტინე შარაშიძე
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს გაიმართა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები - ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია და მთავრობის წევრები 1918-1921 წლებში
1919 წელს დამოუკიდებლობის ერთი წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა