მარტი 595
en

საგანმანათლებლო პროექტი 2021

 

საქართველოს პირველი რესპუბლიკა - საგანმანათლებლო პროექტი ესეების კონკურსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს - ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. პროექტმა საზოგადოების დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. პროექტი ტარდებოდა - რა? სად? როდის? თამაშის პრინციპით.

თავდაპირველად პროექტში მხოლოდ თბილისის სკოლები მონაწილეობდნენ, რასაც 2016/2017 სასწავლო წლებში დაემატა რუსთავის, მცხეთის, გორის, კასპის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სკოლები, ხოლო 2017/2018 და 2018/2019 სასწავლო წლიდან პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლები მოიცვა. 2019/2020 სასწავლო წელს აღნიშნული პროექტი პირველი ეტაპის (სკოლების რეგისტრაცია) შემდეგ, კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო შეჩერდა.

არსებული შეზღუდვების და პანდემიის გამო 2020/2021 სასწავლო წელს პროექტის - ძველი ფორმატით ჩატარება ისევ შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტს ესეების კონკურსის სახე ექნება. პროექტში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების X-XI კლასის მოსწავლეებისათვის.

პროექტის ეტაპები: 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურსცენტრების დახმარებით სკოლებში პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. იმავდროულად ეროვნული არქივის საიტზე განთავსდება განაცხადი პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიღებისა და საკონკურსო პირობების შესახებ.

2. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა უნდა შეავსონ მონაწილის ანკეტა, დაწერონ ესე და განსაზღვრულ ვადაში გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

3. საკონკურსო კომისია, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეარჩევს 40 საუკეთესო ესეს

4. ფინალურ ეტაპზე, 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორი ჩაერთვება ზუმის ფორმატში, მიეცემათ კონკრეტული თემა, რაზეც 90 წუთის განმავლობაში უნდა დაწერონ ესე ლაივ-ფორმატში.

5. საკონკურსო კომისია შეარჩევს 10 საუკეთესო ნაშრომს.

 

ვადები:

• პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება - 2021 წლის თებერვალი (დასრულებულია);

• მოსწავლეთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ანკეტების შევსება და ესეების გაგზავნა მითითებულ ელექტრონულ მისამართზე - 2021 წლის 1 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით;

• კომისიის მიერ ფინალურ ტურში გამსვლელი ნაშრომების გამოვლენა - 2021 წლის 10 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;

• ფინალური ტურის ჩატარება და დაჯილდოვება - 2021 წლის მაისი.

 

ესეს თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც უკავშირდება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას - პოლიტიკური ისტორია, სამხედრო მოვლენები, საგარეო პოლიტიკა, არჩევნები, ქალთა უფლებები, სოციალური და კულტურული ცხოვრება, მნიშვნელოვანი თარიღები და მათი მნიშვნელობა, კონკრეტული ადამიანების როლი იმ პერიოდის ისტორიაში, პირველი რესპუბლიკის ისტორიული მემკვიდრეობის გააზრების სხვადასხვა ასპექტი დღევანდელ დღეს და ა.შ.

 

ესეს მოცულობა და ტექნიკური პარამეტრები: 

შრიფტის ზომა - 11/12;

გამოტოვების მანძილი სტრიქონებს შორის -1.15/1.5

შრიფტი - Sylfaen

მინიმალური მოცულობა - 1200 სიტყვა

მაქსიმალური მოცულობა -2000 სიტყვა

ფორმატი - მაიკროსოფტ ვორდი

 

ესეს შეფასების კრიტერიუმები

ნაშრომის მაქსიმალური ქულა -21

კრიტერიუმი I

დავალების პირობის ადეკვატური გაგება და გააზრება

ქულა

დავალების პირობა ადეკვატურადაა გაგებული.

2

დავალების პირობა ნაწილობრივ არაადეკვატურადაა გაგებული.

1

დავალება მთლიანობაში არაადეკვატურადაა გაგებული.

0

 კრიტერიუმი II

ნაშრომის აგება

ქულა

ესეს სტრუქტურა სრულიად შეესაბამება დასმულ ამოცანას, ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები თანმიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, წარმოდგენილი მაგალითები არ არღვევს ნაშრომის სტრუქტურას და ტექსტის მთლიანობას.

2

ესეს სტრუქტურა სრულიად შეესაბამება დასმულ ამოცანას, ნაშრომი კარგადაა ორგანიზებული, მონაკვეთები მთლიანობაში თანმიმდევრულად და ლოგიკურად ენაცვლება ერთმანეთს, წარმოდგენილი მაგალითები ნაწილობრივ აღვევს ტექსტის მთლიანობას, ანდა ესეს სტრუქტურა ნაწილობრივ შეესაბამება დასმულ ამოცანას, ან რიგ შემთხვევებში დარღვეულია მონაკვეთების თანმიმდევრობა.

1

ესეს სტრუქტურა არ შეესაბამება დასმულ ამოცანას, ნაშრომში დარღვეულია ტექსტის ლოგიკა.

0

 

კრიტერიუმი III

პრობლემის გააზრება

ქულა

ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა , მოსწავლის ინფორმირებულობა და ერუდიცია.

4

ნაშრომში მეტწილად გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა , მოსწავლის ინფორმირებულობა და ერუდიცია.

3

ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა , მოსწავლის ინფორმირებულობა და ერუდიცია.

2

ნაშრომში გამოვლინდა განსახილველ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ზერელე ცოდნა, არ ჩანს მოსწავლის სათანადო ინფორმირებულობა და ერუდიცია.

1

მოსწავლე ვერ ერკვევა განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკაში.

0

 

 

კრიტერიუმი IV

მსჯელობის დასაბუთება

ქულა

მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით.

5

მსჯელობა მთლიანობაში დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში

არგუმენტაცია არასაკმარისია და/ან არ არის გამყარებული შესაფერისი

მაგალითებით.

4

მსჯელობა დასაბუთებულია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტებსა და მოხმობილ მაგალითებს დამაჯერებლობა აკლია.

3

მსჯელობა ზერელედაა დასაბუთებული და არგუმენტები არადამაჯერებელია.

2

მსჯელობა ძალზე ზოგადია, არგუმენტები და/ან მაგალითები არაადეკვატურია.

1

მსჯელობა დასაბუთებული არ არის.

0

 

კრიტერიუმი V

დამოუკიდებელი აზროვნება

ქულა

ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების  უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არაშაბლონურობა.

2

ნაშრომში ნაწილობრივ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, შეხედულებათა და შეფასებათა არა შაბლონურობა.

1

ნაშრომში არ გამოვლინდა მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.

0

 

კრიტერიუმი VI

ფაქტობრივი სიზუსტე

ქულა

ნაშრომში მოყვანილი ფაქტები ზუსტია.

2

ნაშრომში მოყვანილი ფაქტების ნაწილი ზუსტია.

1

ნაშრომში მოყვანილი ფაქტების უმეტესი ნაწილი არაზუსტია.

0

 

კრიტერიუმი VII

ლექსიკა და სტილი

ქულა

ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, დაცულია

ნაშრომის სტილის ერთგვაროვნება; აზრი ენობრივად (ლექსიკურად) ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, გვხვდება ორიოდე სტილისტიკური ხარვეზი.

2

ნაშრომში შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა მთლიანობაში დაცულია ნაშრომის სტილის ერთგვაროვნება; აზრი ენობრივად (ლექსიკურად) მეტწილად ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, მაგრამ გვხვდება რამდენიმე სტილისტიკური ხარვეზი.

1

ნაშრომის სტილი მთლიანობაში არ შეესაბამება დასმულ ამოცანას,

სტილისტიკური გაუმართავია.

0

 

კრიტერიუმი VIII

მორფოლოგია, ორთოგრაფია, სინტაქსი და პუნქტუაცია

ქულა

მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსისა და პუნქტუაციის ნორმები მეტწილად  დაცულია

2

მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსისა და პუნქტუაციის ნორმები ნაწილობრივ  დაცულია

1

მორფოლოგიის, ორთოგრაფიის, სინტაქსისა და პუნქტუაციის ნორმები არ არის დაცული

0

 

დაუშვებელია პლაგიატი. პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ შეფასდება.

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა სარეგისტრაციო ანკეტა და ესეები უნდა გამოაგზავნონ 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: dsilakadze@archives.gov.ge ; nbadashvili@archives.gov.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: დიმიტრი სილაქაძე - 598 509 745 ნინო ბადაშვილი - 571 775 774