სპექტაკლი „კავკასიური ცარცის წრე“ რეჟისორი რობერტ სტურუა. ნაწყვეტი რეჟისორ ნანა ჯორჯაძის კინონარკვევიდან „ეროსი მანჯგალაძე“. 1983 წელი.
ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 21 ოქტომბერს (დაბადების ჩანაწერის მიხედვით 3 მარტს) სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. მან ადრეული ბავშვობა სოფელ ღანირში გაატარა. 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადასახლდა.
„ეროსიმძაფრადგანიცდიდაბავშვობისწლებისმოგონებას. სულშირაღაცყველაზეფაქიზისიმიშეერხეოდა, როცაბავშვობასვუხსენებდით. მისიცხოვრებისყველაზებედნიერი დროიყოიგი, იშვიათადჰყვებოდათავისბავშვობისწლებზე. გიორგიჭალადიდელისერთსტრიქონსიტყოდახოლმედათვალებიუწყლიანდებოდა: „მახსოესპირველადსასწავლებელშიწასაყვანადარომმომამზადეს“... აუღელვებლადარშემიძლიაამსტრიქონებისგახსენებაო, რაღაცღრმანოსტალგიაეუფლებოდაამდროს, ესარიყომხოლოდბავშვობისაკენმიხედვისსევდა, რაღაცითმასზემეტიციყო. ალბათ, იმიტომ, რომუცებდაკარგაბავშვობა. დედამისითამარიხიდანგადმოვარდადასამუდამოდლოგინსმიეჯაჭვა. ესმისთვისუკვესულსხვაცხოვრებისდაწყებასნიშნავდა, დიდიდამძიმეცხოვრებისა“, - წერს ვასილ კიკნაძე წიგნში „ჩვენი ეროსი“ (1990 წელი).
მსახიობის და, ბელა მანჯგალაძე იგონებს: „ეროსიმ პირველი როლი 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სოფლის სკოლაში დაიდგა, კურდღელს თამაშობდა. თეთრი კოსტიუმი ეცვა, თავზე დიდი ყურები ეკეთა და სცენაზე დახტოდა. მისი თამაში ყველას მოეწონა. როცა სოფლიდან საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით, წარმოდგენებზე ხშირად დავდიოდით. ჩვენს ოჯახში თეატრი ძალიან უყვარდათ. ახალგაზრდობაში ეროსის არასოდეს უფიქრია, რომ მსახიობი გამოვიდოდა. ჯერ მათემატიკოსობა უნდოდა. შემდეგ სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა. მაგრამ სამხედროთა პროფესია კი არ იზიდავდა, ოფიცრების ფორმა მოსწონდა. იმ პერიოდში სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს საყელურებზე ატარებდნენ. ოფიცრებს სხვადასხვა ზომისა და ფერის რომბები ჰქონდათ მიკერებული. ეროსის ეს რომბები მოსწონდა და თვითონაც სურდა მათი ტარება. ეროსი მე–10 კლასში იყო, როცა მის სკოლაში რუსთაველის თეატრის მსახიობებმა “რღვევა” დადგეს. ეროსიმ ისე კარგად ითამაშა, რუსთაველის თეატრის მსახიობები კი მისი თამაშით აღფრთოვანდნენ და მამაჩემს უთხრეს, ეს მსახიობი უნდა გამოვიდესო. ეროსიმ სამხედრო ექიმობაზე ფიქრი შეწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა“.
„17 წლის იყო, როცა რადიოკომიტეტში დიქტორების კონკურსი გაიმართა. 32 კონკურსანტს შორის ჩემმა ძმამ გაიმარჯვა და რადიოში დაიწყო მუშაობა. ამის შემდეგ ის ოჯახის უფროსი გახდა. მამა უკვე დაჭერილი იყო, დედა ლოგინად ჩავარდნილი, ამიტომ ოჯახზე ეროსი ზრუნავდა. რადიოკომიტეტში მუშაობის გამო, თეატრალურ ინსტიტუტში ლექციებს ხშირად აცდენდა. საკუთარი ნიჭის წყალობით მან სცენაზე ადგილის დამკვიდრება მესამე კურსიდან შეძლო. გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის “მდაბიონი” დადგა. ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა, თუმცა მისი სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ შედგა სპექტაკლში “ღრმა ფესვები”. იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა, სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთი სახელიაო. მოდით, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლის თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა. აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს“, - ეროსი მანჯგალაძის დის, ანა მანჯგალაძის მოგონება.
1948 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი გახდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.
ეროსი მანჯგალაძემ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა
სიუჟეტი სპექტაკლ „ჭინჭრაქას“ პრემიერის შესახებ.
ტექსტს კითხულობს ეროსი მანჯგალაძე.
1963 წელი.
კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“.
ეროსი მანჯგალაძის როლები გამორჩეულია სატელევიზიო სპექტაკლებშიც
სპორტული კომენტატორობა ეროსი მანჯგალაძის კიდევ ერთი პროფესია იყო. ამ მიამრთულების განვითარებაში მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ფოტოზე: კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე „ოქროს მატჩის“ (თბილისის „დინამო - მოსკოვის „ტორპედო“) კომენტირებისას. 1964 წელი
მსახიობი, სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე: „ერთ ფრაზას იტყოდა ეროსი, აი, მაგალითად, „ქვევრში“, ერთი ციცქნა როლი აქვს მაგრამ, მისი ნათქვამი: „კაცო, სამჭკუაშვილი ვარ, ღმერთი ხომ არა ვარო?“ - ეს ფრაზა დარჩა და არ წაიშლება, არ არის დიდი როლი და არც ეროსისთვის არის დიდი გამარჯვება, მაგრამ ეს ფრაზა ხომ დარჩა!
სპორტული რეპორტაჟებიდან რამდენი ფრაზაა, „აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელიო!“ რომ თქვა ჩვენს „დინამოელებზე“, და რამდენი კიდევ ასეთი... ღვთაებრივი ხმის პატრონი იყო. დოდო აბაშიძე ამბობდა ხოლმე, რომ პირიდან თაფლი გადმოსდის ეროსის, ხმა კი არ გადმოსდისო..! მარტო საოცრად ხავერდოვანი, დაბალი და უძლიერესი ჟღერადობის...
იყო თუ არა სვე-ბედნიერი კაცი ეროსი? მისი თეატრალური გამარჯვებების მიხედვით, ცხადია, უბედნიერესი! მან ჩვენს შორის პირველმა გაიკვლია დიდი გზა და ლიდერი იყო“...
1959 წლიდან ეროსი მანჯგალაძეს იღებდნენ მხატვრულ ფილმებში. მისი პირველი კინოროლი იყო ალექსანდრე ფილმში „წარსული ზაფხული“
მხატვრული ფილმი „ჭიაკოკონა“, გადასაღები მოედანი. ხოსრო - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი ირაკლი ქავთარაძე. 1961 წელი
მხატვრული ფილმი „თოჯინები იცინიან“, გადასაღები მოედანი. სევერიანი - ეროსი მანჯგალაძე, ალისა - მარინა თბილელი, მელიტონი - იპოლიტე ხვიჩია, ნუცა - სესილია თაყაიშვილი, ლალი - მეგი კეჟერაძე. რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი. 1963 წელი
მხატვრული ფილმი „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, გადასაღები მოედანი. დათიკო ხუციშვილი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი გუგული მგელაძე. 1965 წელი
მხატვრული ფილმი „ლონდრე“, გადასაღები მოედანი. მღვდელი - ეროსი მანჯგალაძე, ამეთვისტო - ლია გუდაძე. რეჟისორი თამაზ მელიავა. 1968 წელი
ნაწყვეტი ფილმიდან „ქვევრი“
ეროსი მანჯგალაძე მილიციის უფროსის როლში.
რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე.
1970 წელი
მხატვრული ფილმი „სამკაული სატრფოსთვის“, გადასაღები მოედანი. დურდურუმი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი თენგიზ აბულაძე. 1974 წელი
მხატვრული ფილმი „ვერის უბნის მელოდიები“, გადასაღები მოედანი. აღა გეურქოვი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი გიორგი შენგელაია. 1974 წელი
მხატვრული ფილმი „მთვარის მოტაცება“, გადასაღები მოედანი. გვანჯი - ეროსი მანჯგალაძე, თარაშ ემხვარი - გეიდარ ფალავანდიშვილი, ლუკაია ლაბახუა - ვალოდია წულაძე, ჯოტო - რუსლან მიქაბერიძე. რეჟისორი თამაზ მელიავა. 1973 წელი
მხატვრული ფილმი „ნატვრის ხე“, გადასაღები მოედანი. ბუნბულა - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი თენგიზ აბულაძე. 1976 წელი
ფრაგმენტი მხატვრული ფილმიდან „ქალაქი ანარა“. ფირუზი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე. 1976 წელი
მხატვრული ფილმი „ქალაქი ანარა“, გადასაღები მოედანი. ფირუზი - ეროსი მანჯგალაძე. რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე. 1976 წელი
მხატვრული ფილმი „თბილისი, პარიზი, თბილისი“. გადასაღები მოედანი. გენერალი დურმიშხანი - ეროსი მანჯგალაძე, თეა შერვაშიძე - ლეილა აბაშიძე. რეჟისორი ლეილა აბაშიძე 1980 წელი
1982 წლის იანვარში, 56 წლის ასაკში, ეროსი მანჯგალაძე მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
დოდო აბაშიძის მოგონება ეროსი მანჯგალაძის შესახებ. 1982 წელი
ეროსი მანჯგალაძე შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის საგრიმიოროში. 1979 წელი. გივი ნახუცრიშვილის ფოტო