ოქტომბერი 548
en

ქართველ მსახიობთა კავშირის 1918 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

ქართველ მსახიობთა კავშირმა 1918 წლის 5 აპრილს გადაწყვიტა: „მიუხედავად დღევანდელი სამგლოვიარო ხანისა, წარმოდგენების მართვა არ შესწყვიტონ თბილისსა და სხვაგანაც, სადაც ეს შესაძლებელია, რადგან ესეთი კულტურული მუშაობა დღესაც ხალხის გამამხნევებელი და აღმაფრთოვანებელია“. 

 ამ გადაწყვეტილების შესახებ 1918 წლის 8 აპრილს ქართველ მსახიობთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარე შალვა დადიანი ეროვნულ საბჭოს წერილით აცნობებს და დასძენს: „მთელს შემადგენლობას მსახიობთა კავშირისას ევალება მიმდინარე საბედისწერო ომის დროს მორჩილებდეს ეროვნულ საბჭოს, მისი ბრძანებით გამართოს წარმოდგენები სრულიად უსასყიდლოდ ეროვნული ფონდისა და საომარ საჭიროებათა სასარგებლოთ და ეროვნული საბჭოსავე განკარგულებით, თუ საჭიროება მოითხოვს, წარმოდგენების გარდა გასწიოს სხვა სამსახურიც სამშობლოს დასაცავად“. 

 ამ პერიოდში საქართველო ოსმალეთთან ბათუმის დაბრუნებისათვის იბრძოდა.