აპრილი 548
en

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის მიმართვა ერთა ლიგისადმი

„საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ წერილი ერთა ლიგას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენაში დახმარების თხოვნით

1923 წლის 25 მაისი

„ჩვენ მიერ აღწერილი სურათი ქართველი ერის დღევანდელ მდგომარეობისა იქნება მკრთალი, რადგან სიტყვით შეუძლებელია გადმოცემა იმ ვაების, იმ წამების, რომელსაც დღეს განიცდის საქართველო“, - ვკითხულობთ წერილში.

საბჭოთა რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად ხუთმა წამყვანმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ 1922 წლის აგვისტოში, პარიტეტულ საწყისებზე შექმნა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი“ („დამკომი“). ამ ორგანიზაციას უნდა ეხელმძღვანელა ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებისთვის, რომელიც კავკასიის მასშტაბით იყო დაგეგმილი. დამკომი აქტიურ კოორდინაციაში იმყოფებოდა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მთავრობასთან.

1923 წლის 25 მაისს დამკომმა, ქართველი ერის სახელით, წერილი გაუგზავნა უნივერსალურ საერთაშორისო ორგანიზაციას - ერთა ლიგას (წერილის ასლები გაეგზავნა: სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, სოციალისტურ პარტიებსა და ამსტერდამის ინტერნაციონალს). წერილში დეტალურად არის აღწერილი საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ აქ გამეფებული პოლიტიკური რეპრესიების მასშტაბები. დამკომი იმედს გამოთქვამდა, რომ ერთა ლიგა მიიღებდა ზომებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართველი ერის გადასარჩენად და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად.