VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“
საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს VIII საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა თეზისების მიღებას.
კონფერენცია გაიმართება 2023 წლის 21-23 სექტემბერს და მიეძღვნება მეფე დავით აღმაშენებლის დაბადებიდან 950 წლის იუბილეს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ცალკე სექცია მიეძღვნება მეფე დავით აღმაშენებელსა და მის ეპოქას.
კონფერენციის მიზანი:
- სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა;
- ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;
- ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;
- კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება;
- ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ფილოლოგია (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა);
- ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
- ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, აქრიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია);
- კულტუროლოგია (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
- ციფრული ესთეტიკა და დიზაინი;
- ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
- კონსერვაცია-რესტავრაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, ისე მაგისტრებსა და დოქტორანტებს.
- საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე.
- თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
- კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ივნისი.
- თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნის ბოლო ვადაა 16 ივლისი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა შემოსული განაცხადი გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.
ინსტრუქცია:
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferences@archives.gov.ge.
იხილეთ თეზისების შედგენისა და გაფორმების წესი
დამატებითი ინფორმაცია:
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება ეროვნული არქივის საიტზე.
კონფერენციის პროგრამა