მარტი 548
en

III საერთაშორისო კონფერენცია - 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის III საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა - ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“ 2018 წლის 20-22 სექტემბერს გაიმართა.  

სამდღიანი კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

ტრადიციული ბლოკების გარდა, კონფერენციაზე  ცალკე მიმართულებად იყო წარმოდგენილი 1918-21 წლების საქართველოსა და სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინაპერიოდსა და პირველი ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს ემიგრაციასთან დაკავშირებული თემები.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებია: არქივთმცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოგრაფია; ფილოლოგია; რესტავრაცია-კონსერვაცია; საბუნებისმეტყველო კვლევები და სხვა.

ეროვნული არქივის საერთაშორისო კონფერენციის კონფერენციის მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, მჭიდრო სამეცნიერო კავშირების დამყარება ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაცია, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

იხილეთ კონფერენციის კრებული: https://archive.gov.ge/ge/sametsniero-publikatsiebi/erovnuli-arkivis-saertashoriso-konferentsiis-krebuli-2018-1