ივლისი 595
en

VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2021

საქართველოს ეროვნული არქივი აცხადებს თეზისების მიღებას VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

„არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“

 

კონფერენცია ონლაინფორმატში გაიმართება 2021 წლის 23-24 სექტემბერს

 

კონფერენციის მიზანი:

  • სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;
  • ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა;
  • კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება;
  • ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

 

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები: 

  • ფილოლოგია  (კლასიკური, ბიზანტიური და ახალბერძნული ფილოლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ენათმეცნიერება, ლიტერატურის თეორია, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ფოლკლორისტიკა); 
  • ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
  • ხელოვნებათმცოდნეობა (გამომსახველობითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება, არქიტექტურა, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ხელოვნების თეორია და ისტორია, ქორეოგრაფია); 
  • კულტუროლოგია  (მუზეუმოლოგია, სიძველეთმცოდნეობა, კულტურის თეორია და ისტორია);
  • ციფრული ესთეტიკა და დიზაინი; 
  • ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები;
  • კონსერვაცია-რესტავრაცია.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს;
  • საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
  • თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
  • კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • თეზისების წარდგენის ბოლო ვადა - 2021 წლის 30 ივნისი.
  • თეზისების მიღების დამადასტურებელი შეტყობინების დაგზავნის ბოლო ვადა – 16 ივლისი.

 

შემოსული თეზისები გაივლის ანონიმურ რეცენზირებას.

კონფერენციის მონაწილეთა თეზისები აიტვირთება ამ გვერდზე.

 

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conferences@archives.gov.ge.

იხილეთ თეზისების შედგენის წესი 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ან მასალების ელექტრონული ვერსია განთავსდება 

საქართველოს ეროვნული არქივის ვებგვერდზე www.archives.gov.ge.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება, ტელ.: 2 372803;   

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1.