შალვა გოქაძე 1950-იანი წლებიდან ქართულ პერიოდული პრესის ფოტორეპორტიორი იყო. მის კოლექციაში წარმოდგენილია თეატრალური, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, საესტრადო და კლასიკური მუსიკის კონცერტების ამსახველი კადრები; გამოჩენილი ხელოვანების პორტრეტები, თბილისის ხედები, ქალაქის არქიტექტურა და სოციალური ყოფა.
კოლექციაში 1000-ზე მეტი ფოტო ინახება.