თებერვალი 595
en

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

კოლექცია ქვეყნდება საქართველოში 2020 წლის „ევროპის მემკვიდრეობის დღეების“ პან-ევროპული თემის „მემკვიდრეობა და განათლება“ ფარგლებში.

2 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. 

#EuropeanHeritageDays

#jep2020

 

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება 1879 წლის 31 მარტს შეიქმნა. 

საზოგადოების დამმარსებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძეს, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დავით კარიჭაშვილი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ამ საზოგადოების თითოეული წევრი.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.