თებერვალი 548
en

საკომლო წიგნები

საკომლო ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში შესულია ინფორმაცია საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებში - რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცულ საკომლო წიგნებზე, რომლებიც სასოფლო საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტების მიერ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ (შემდგომ 5 წელიწადში ერთხელ) ივსებოდა თითოეულ კომლზე (ოჯახზე) და რომელშიც ასახულია კომლის (ოჯახის) შემადგენლობა, თითოეული წევრის დაბადების თარიღი და კომლის ქონება.

სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიგოს, რომელი სოფლის (დაბა, უბანი, დასახლება), რომელი წლების საკომლო წიგნები ინახება ეროვნულ არქივში.