კოლექციაში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული XIX, XX და XXI საუკუნეებში გადაღებულ 150-ზე მეტი სურათი, რომლებიც ქართულ ისტორიულ ძეგლებს ასახავს.
ეკლესია-მონასტრების, ციხე-ქალაქებისა და სხვა ისტორიული ნაგებობების ფოტოები მნიშვნელოვანი ვიზუალური წყაროა სხვადასხვა ისტორიული ძეგლის შესასწავლად. ფოტოებს შორისაა ალავერდის, გელათის, ბაგრატის, ლიხნის, ბიჭვინთის, გრემის, კუმურდოს, სამთვისის, იტრიის, კვირიკესა და ივლიტას, მოწამეთას, ნიკორწმინდის, ბარაკონის, საფარას ეკლესია-მონასტრები, ასევე, აწყურის, ანაგის, სამწევრისის, ორბელის, ხერთვისის ციხეები, ბესლეთის ხიდი და სხვა ისტორიული ნაგებობები.
კოლექციაში შეტანილი თანამედროვე პერიოდის ფოტოები გადაღებულია პროექტ „ეროვნული არქივის ექსპედიციების“ ფარგლებში.