თქვენ წინაშეა მხატვარ ანტონ გოგიაშვილის კოლექცია, სადაც თავმოყრილია ქართულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული მისი ჩანახატები.
ანტონ გოგიაშვილი 1878 წელს ლანჩხუთის სოფელ ნიგოითში დაიბადა. 1901-1906 წლებში თბილისის სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა.
1899-1906 წლებში თანამშრომლობდა გაზეთებთან: „კვალი“ და „ცნობის ფურცელი. სურათებიანი დამატება" „შრომა. სურათებიანი დამატება“, რომლებშიც აქვეყნებდა ქართველი ხალხის ყოფა–ცხოვრების ამსახველ და დოკუმენტურ ჩანახატებს. მას ეკუთვნის – ვაჟა- ფშაველას პოემა "ბახტრიონის" (1896), ილია ჭავჭავაძის პოემა "განდეგილის" (1901), რაფიელ ერისთავის ლექსების "სესიას ფიქრების", "სამშობლო ხევსურისა", "თრიალეთელი მწყემსის", "დაჭრილის" ილუსტრაციები.
ანტონ გოგიაშვილი 1907 წელს, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.