გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი ოსკარ შმერლინგი XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. იგი ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს. გამორჩეულია მისი ღვაწლი ქართული შარჟისა და კარიკატურის, ასევე, ილუსტრაციის განვითარებაში.
თქვენ წინაშეა მის მიერ შექმნილი ღია ბარათების სერია „წარმავალი ტფილისი“, რომელიც 1928 წელს გამოიცა.