იანვარი 548
en

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

უცხოეთში არსებულ ქართულ სამწიგნობრო კერებს შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერს. პროხორე (გიორგი) ქართველის მიერ XI საუკუნეში აშენებული ეს მონასტერი საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფე-დედოფლების, დიდგვაროვნებისა და სასულიერო პირების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო. 

ალბომში წარმოდგენილია 2023 წელს გადაღებული ფოტომასალის ნაწილი. კერძოდ, ჯვრის მონასტრის ინტერიერი, ექსტერიერი, კედლის მხატვრობა, ხატები და ა.შ. ფრესკებს შორისაა ისტორიულ პირთა პორტრეტები, სცენები საღვთო წერილიდან, საქტიტორო წარწერები და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერი არაერთხელ იქნა გადაღებული სხვადასხვა მიზნით, მონასტრისადმი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ფოტომასალას.