თქვენ წინაშეა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ბარბარე გაბუნია-ბებუთაშვილის კოლექციის ერთი ნაწილი.
კოლექციაში 1860-1910 წლებში გადაღებულ ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მოხელეებისა და სამხედრო პირების 500-ზე მეტ ფოტოს აერთიანებს.
მხატვარი ბარბარე ბებუთაშვილი მწერალ და ქველმოქმედ დავით იოსების ძე ბებუთაშვილის ოჯახში 1891 წელს დაიბადა. განათლება საფრანგეთში, პარიზში მიიღო. ქართველ მხატვართა საზოგადოების დაარსებიდან იყო მისი წევრი. მისი ნახატებიდან აღსანიშნავია: პეტრე მელიქიშვილის პორტრეტი (პასტელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); პეიზაჟები - "ძველი ტფილისი", "მომავალი ტფილისი" პორტრეტები - კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მსახიობი ე. აბაშიძე (მაშინდელი თბილისის თეატრალური მუზეუმი), გალაკტიონ ტაბიძე, იოსებ იმედაშვილი, "მეუღლის პორტრეტი", "მამის პორტრეტი", "მზარეული ქალი",
მისი კოლექცია საქართველოს ეროვნულ არქივში 1960-იანი წლებიდან ინახება.