ნიკოლოზ საღარაძის კოლექცია ფოტოარქივის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია.
ფოტოებს შორისაა საქართველოში მოღვაწე მწერლების, მსახიობების, რეჟისორებისა და სხვა ცნობილი ადამიანების სურათები; ამასთან, კოლექციის გამორჩეული ნაწილია ალექსანდრე მიხაილოვისა და მელქონ კახუჩაშვილის ქუთაისური ფოტოატელიეს საჩვენებელი ალბომები, რომელმაც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უნიკალური ფოტოები შემოინახა.
ფოტოები 1880-1917 წლებშია გადაღებული.
ნიკოლოზ საღარაძემ ფოტოატელიეს ათწლეულობის განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - 1947 წელს არქივს საჩუქრად პირადად გადასცა.
კოლექციის ონლაინვერსიაზე მუშაობდნენ: თეა ქიმერიძე, სოფიო ჯობავა, სოფიო ფაციაშვილი, ნინო სარაჯიშვილი.