თქვენ წინაშეა 1910-20-იან წლებში ქართულ პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები. კოლექცია განახლებადია.
პერიოდულ გამოცემებს, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში იბეჭდებოდა, ცნობილი მხატვრები აფორმებდნენ, მათ შორის: შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ოსკარ შმერლინგი და სხვები. ილუსტრირებულ გაზეთებში ცნობილი ადამიანების ასეულობით შარჟია დაბეჭდილი.
ონლაინკოლექციაში შესულია პოლიტიკოსების, მსახიობების, მწერლების, კომპოზიტორების შარჟები, რომელიც დაბეჭდილია პერიოდულ გამოცემებში: „ცნობის ფურცლის სურათებიანი დამატება“ „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“.