ოქტომბერი 548
en

ფერადი ტაო-კლარჯეთი

 

ონლაინკოლექციაში წარმოდგენილია მიუნხენში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, ვანო ქიქოძის მიერ 1950-70 წლებში საქართველოს ისტორიულ მხარე ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისას ფერად ფოტოსლაიდებზე გადაღებული ისტორიული ძეგლები: ბანა, ოშკი, ოპიზა, ტბეთი, იშხანი, ხახული, სოლომონისი, თეთრციხე, ქაჯისციხე და სხვა. 

 

ვანო ქიქოძის კოლექცია 1987 წელს საქართველოში მწერალმა, დრამატურგმა, რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მიუნხენიდან ჩამოიტანა და ეროვნულ არქივს გადასცა. კოლექცია აერთიანებს 550 დიაპოზიტივს და ტაო-კლარჯეთის ქართულ ძეგლებთან ერთად ასახავს ერზრუმს, ანტიოქის, დიარბექირს, ტრაპიზონსა და თურქეთის სხვა დასახლებების ძეგლებს.

 

[თურქეთში ექსპედიციებისას] პირველ რიგში მაინტერესებდა ის რაიონები, რომელიც ქართულად ითვლებოდა. მე თავად ვიღებდი. შესაძლოა, არ აქვს შესაფერისი ხარისხი, მაგრამ რაც არის, არის“, - ამბობდა კოლექციის შესახებ ვანო ქიქოძე რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმში მიუნხენიდან საქართველოში.