მარტი 548
en

ზვიად გამსახურდიას მიმართვა მსოფლიო ხალხს

„საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს ხალხებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს, მხარი დაუჭირონ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეალებისათვის მებრძოლი ხალხის ნებას, არ დაუშვან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვიდრებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში“.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას მიმართვა მსოფლიო ხალხს.

ზვიად გამსახურდია მსოფლიო საზოგადოებრიობას ამცნობს, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას 1918 წლის 26 მაისის „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ საფუძველზე.

1991 წლის 9 აპრილი.

დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის საარქივო ფონდში.