მარტი 548
en

წერილი ერეკლე მეორის სტამბის შესახებ

მუშრიბ დავით ყორღანაშვილის 1803 წლის 12 აპრილის წერილი თავად ციციანოვისადმი ერეკლე II-ის მიერ თბილისში სტამბის დაარსების, მისი ფუნქციონირების, რამდენიმეგზის აღდგენისა და საბოლოოდ დაშლის შესახებ.

ერეკლე II-ის სტამბა თბილისში 1749 წელს დაარსდა და 1802 წლამდე არსებობდა; 1784 წლიდან სტამბას სათავეში ჩაუდგა ერეკლე II-ის კარის მოძღვარი, მარტყოფელი მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი. 1781-82 წელს სტამბას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

„მეფემ ირაკლიმ ტფილისში სტამბის კარგათ გამართვა და მუშაობა რომ მოინდომა, თეთრი და კაცი გაგზავნა და სტანბოლიდამ სტამბის ოსტატი მოაყვანინა. ზოგი იარაღი და ნივთები თან მოიტანა და ფასი მეფეს გამოართვა. რაც იარაღები და ან ნივთები უნდოდა და ან სახლები, ფიცრები, ტყავი თუ ქაღალდი, მეფემ თავის ხარჯით გაუკეთებინა. ამას გარდა, ზოგიერთი სტამბის იარაღი ძველთას მეფის ვახტანგის დროსი და ზოგი კიდევ მეფის თეიმურაზის და მეფის ირაკლის დროს პირველ წელიწადებში ნამუშავრებისა იყო დარჩომილი, ისინიც მოვიტანეთ და იმხანად სტამბას მართვა დაუწყევით...“

წერილი რუსულ ენაზე გამოიცა წიგნში Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии, князя Павла Димитриевича Цицианова. 1802-1806 : XV. Статистическия и другия сведения / Ад. Берже [председатель комиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1868. - Т. II, ч. 25, N2055. - С. 1047-1048