აპრილი 548
en

შეწირულების წიგნი ბოდორნის მონასტრისადმი

... და ნუ მოგუჱშლების დღე და ღამე ორი კანდელი; და [ა]თორმეტთა საუფლოთა დღეთა კელაპტარი დღე და ღამე ენთებოდეს; და ხუთი აღაპი კ[ა]რგაღებული გარდაიჴდებოდეს; და მას გარეთ დიდთა მარხვათა შინა, წირვასა კელაპტარი აენთებ[ო]დეს… ყოველთავე გევედრებით: ნუვინ მოუშლით მცირესა ამას შესაწირავსა, რომელი მოვიგონეთ და გულისა-ხმა ვყავით სახელითა ოდენ წოდებულთა მე შაბურისძემან ვამეყ და ჩუენმან მეუღლემან დულარდუხტ”.

ერისთავ ვამიყ შაბურისძისა და მისი თანამეცხედრის, დულარდუხტის მიერ ბოდორნის მონასტრისათვის მიცემული სოფელ ხანდაკის ყმა-მამულის შეწირულების წიგნი. საბუთის პირველი კეფი მოხატულია. მაცხოვრისა და ანგელოზების გარდა, მასზე გამოსახულნი არიან: ერისთავი ვამიყ და დედოფალი დულარდუხტ. 1494, 24 ივნისი.