აპრილი 548
en

საქართველოს დროშის ავტორისათვის გასამრჯელოს გადაცემა

 

დოკუმენტი საქართველოს დროშის პროექტის შემქმნელის, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისათვის გასამრჯელოს გადაცემის შესახებ.  1918 წლის 18 სექტემბერი.

საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიის თავმჯდომარის,   ალექსანდრე ახმეტელის ეროვნულ საბჭოს პრეზიდიუმისადმი წერილში  ნათქვამია, რომ საქართველოს დროშის პროექტის შემუშავებისათვის  იაკობ ნიკოლაძეს გასამრჯელოს სახით სამი ათასი მანეთი უნდა გადაეცეს. 

აღსაშნავია, რომ ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელის ბიოგრაფიაში დღემდე გამოტოვებულია მისი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრობა და ამავე საბჭოს ხელოვნების კომისიის თავმჯდომარედ მუშაობა.