აპრილი 548
en

“ქართული საღამო” ბათუმში, 1920 წ.

„სურათი საქართველოს აწმყოდან ეროვნული ჰიმნით“, - პროგრამა გვამცნობს, რომ ასე დაიწყო XXVII ტრადიციული „ქართული საღამო“ 1920 წლის 27 იანვარს ბათუმში, საკრებულო დარბაზში.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათომის განყოფილებისა“ და  „ბათომის ქართველთა ეროვნული საბჭოს“ ორგანიზებული საღამო ხუთი განყოფილებასაგან შედგებოდა და მაყურებელს სთავაზობდა: ქართულ თანამედროვე, ხალხურ და კლასიკურ მუსიკას, ქართულ პოეზიასა და  საცეკვაო ნომრებს. ლექსებსა და სცენებს კითხულობდნენ: პაოლო იაშვილი, იოსებ გრიშაშვილი და შალვა შარაშიძე (თაგუნა), სიმღერებს, საოპერო არიებსა და რომანსებს  ასრულებდნენ: დები თარხნიშვილები, ვანო სარაჯიშვილი და ალექსანდრე ინაშვილი.  

საღამოს დასრულდა „ცეკვით დარბაზში“.

დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ფონდებში