მარტი 548
en

"ოქროს მატჩი", 1964 წელი

 

ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ ფრაგმენტებს ფილმიდან "ოქროს მატჩი", რომელიც მოგვითხრობს 1964 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირის პირველობაზე საფეხბურთო კლუბების - თბილისის დინამოსა და მოსკოვის ტორპედოს ტაშკენტში გამართულ საფეხბურთო მატჩზე, სადაც დინამომ მოიპოვა გამარჯვება.

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი შოთა ქარუხნიშვილი; ოპერატორები: გ. მელქაძე, გ. ქანთარია, ო.ჭითანავა. ხმის ოპერატორი: ლ. ქიშმიშევი. კომენტატორები: ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე.

ეროსი მანჯგალაძე: "მსაჯის მიკენის რუბენისის საფინალო სასტვენის ხმა! შეხვედრა დამთავრდა გამარჯვება! გამარჯვება ნამდვილი, დამსახურებული!"