მარტი 548
en

მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული

„სკრიპკით სოფელ-სოფელ ვასწავლი გლეხის ბავშვებს ეროვნულ სიმღერებს, ვასმენინებ ევროპულ მუსიკას გრიგის, ბახის, ჩაიკოვსკის, მოცარტის და სხვა გენიოსების გადმონაცემს, ამის გარდა აზრათა მაქვს, ვასწავლო ამავე ბავშვებს მუსიკალური ან-ბანი, წავუკითხო ჩვენი უმთავრესი მწერლების და მგოსნების მოკლე ბიოგრაფია, უმთავრესი ნაწარმოები და სხვა. 
სწორედ ამ მიზნისათვის ვაწუხებ გამგეობას და ვთხოვ შეძლების და გვარათ შემიწყოს ხელი, დამეხმაროს პატარ-პატარა წიგნაკებით, რომლებიც სასურველია სრულებით უფასოთ დავურიგო ჩემი აუდიტორიის ბავშვებს, შემიძინოს ლინოლეუმის დაფა კედელზედ ან ხეზედ ჩამოსაკიდი“. 

ქართველი მოხეტიალე მუსიკოსის, ილიკო ქურხულის თხოვნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი“. 1916 წლის 24 ივნისი. 

მოგვიანებით ილიკო ქურხულმა საზოგადოებას მიმართა ველოსიპედის შეძენის თხოვნითაც. მოხეტიალე მუსიკოსმა ორივე შემთხვევაში მიიღო დახმარება. 

დოკუმენტი დაცულია საისტორიო ცენტრალურ არქივში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საარქივო ფონდში.