აპრილი 548
en

მეფე გიორგი ΙΙΙ-ის ბეჭედი

მეფე გიორგი ΙΙΙ-ის (გ. 1184)  ბეჭედი.

ნ. კონდაკოვის აღწერით, ბეჭედი ოქროსი ყოფილა, განსაკუთრებულად დიდი ზომის, წმიდა გიორგის გამოსახულებითა და შემდეგი წარწერით: "წმიდაო გიორგი, მე, გიორგი სასოებითა შენითა ვსძლევ მტერთა ჩემთა" („Святой Георгий, я, Георгий, надеждою на тебя побеждаю врага“, იხ. კონდაკოვი, ბაქრაძე, გვ.41).

ბეჭედი დავით აღმაშენებლის ბეჭდის სახელით ინახებოდა გელათის ტაძარში. 1904 წელს ტაძარი გაუძარცვავთ და ეს ოქროს ბეჭედიც სამუდამოდ დაკარგულა.

ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში.

წყარო: Кондаков Никодимь Бакрадзе Дмитрий, Опись памятников древности в некоторых храмах и монастырях Грузии, СПб., 1890.