აპრილი 548
en

ლადო გუდიაშვილის წერილი აკაკი ჩხენკელს

 

"გაცნობებთ, რომ ვერ მოვითმინე და ვირთამ ცოლს და მგონებ რომ უკეთ წამივა ჩემი ხელოვნების საქმე"

ლადო გუდიაშვილის წერილი აკაკი ჩხენკელს - საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენელს.

პარიზი. 1925 წლის მარტი. 29 წლის ქართველი მხატვარი ცოლად ირთავს ფრანგ მწერალ ქალს - ჟანა ჟოფრეს. ამ ყველაფრის ფონი კი მხატვრის შემოქმედებითი აღმავლობაა: პარიზში იმართება ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა, გამოდის წიგნი მისი შემოქმედებით, მისი ნამუშევრებით ინტერესდებიან კერძო კოლექციონერები თუ მუზეუმები.

„თუმცა კი მოგეხსენებათ მარტოხელა კაცის ცხოვრება თუ რა ძნელია, ამიტომ [როგორ] მოხვდა მე თითონაც ვერ გავიგე ეს აქტი გაცოლიანებისა“ - წერს მხატვარი.