მარტი 548
en

ლადო ასათიანის დაბადების ჩანაწერი

პოეტ ლადო ასათიანის დაბადების ჩანაწერი ქუთაისის სასაფლაოს მთავარანგელოზის ეკლესიის მეტრიკულ წიგნში. 1917 წელი, 14 იანვარი

ჩანაწერის მიხედვით:

ახალშობილის სახელია ვლადიმერი. მშობლები - თავადი მელქისედეკ გუჯუს ძე ასათიანი და „სჯულიერი ცოლი მისი“ ლიდა ბართლომეს ასული. ნათლიები - მოქალაქე სერგო ტოტიას ძე მახარაძე და თავად ნიკოლოზ ჩიქოვანის მეუღლე ქრისტინე კაციას ასული.

მონათლა მღვდელმა გიორგი მაისურაძემ და მედავითნე პარმენ ლომიძემ.